სასკოლო პროექტი, თემის დასახელება: ჩვენი ქალაქი.






სოციალური პროექტის  ხელმძღვანელი
სახელი და გვარი                            
 იამზე ფირცხელანი 
თანამდებობა                                    
დირექტორის მოადგილე 
რეგიონი                                             
ქვემო ქართლი 
სკოლა                                                
წალკის N2 საჯარო  
ქალაქი                                              
წალკა 
თემის  მონახაზი
თემის  დასახელება
ჩვენი ქალაქი
დონე/კლასი  
მე-9 - მე-11 კლასის მოსწავლეები
განხორციელების დროის ჩარჩო:

11-30 ნოემბერი
 აზროვნების ზედა დონის უნარები
დაგეგმვა, ორგანიზება, კვლევა, თანამშრომლობა, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება.
პრობლემა/პროექტის აქტუალურობა
მოსწავლეები ფლობენ მწირ ინფორმაციას ქალაქის ღირსშესანიშნაობებზე, 
ქალაქის მოსახლეობა პასიურ როლს თამაშობს მის ეკოლოგიური
მდგომარეობის გაუმჯობესებაში, 
პროექტის  მიზნები/ შედეგები
ქალაქის ღირსშესანიშნაობების შესწავლა თემის წევრების
ჩართულობის გაზრდა საზოგადოებრივ ცხოვრებაში,  ეკოლოგური მდგომარეობის
 გაუმჯობესება, მოსწავლეებში სოციალური უნარების განვითარება.
პროექტის ამოცანები:

1. პროექტის დაგეგმვა
2. მონიტორინგის ჯგუფის შექმნა
3. ქალაქის ღირსშეანიშნაობების მონახულება, დასუფთავება, ინფორმაციის მოძიება
4. მდინარის ნაპირების გზის და მთლიანად ქალაქის ტერიტორიის დასუფთავება
 ნარჩენებისგან
5. პროექტის შედეგების პრეზენტაცია

მოსალოდნელი შედეგები:
  მოსწავლეები, ქალაქის მაცხოვრებლების, მასწავლებების, ინტერნეტისა და სხვა წყაროების დახმარებით, 
შეისწავლიან ქალაქის კულტურული ობიექტების, მათთვის უცნობ დეტალებს და გააცნობენ უმცროს თაობას, 
ქალაქის მოსახლეობა ჩაერთვება ქალაქის მიდამოების დასუფთავებაში, რაც დადებითად აისახება ქალაქის 
ეკოლოგიურ მდგომარეობაზე.                    
ამოცანების განსახორციელებლად საჭირო აქტივობები და ვადები:
ამოცანა 1-2
ა. მოსწავლეებისა და მასწავლებლების პირველ შეხვედრაზე  მოსწავლეების იდეების განხილვა და გეგმის შედგენა
ბ. მონიტორინგის ჯგუფის შედგენა
გ. პროექტის გეგმის პრეზენტაციის დაგეგმვა-განხორციელება
    (11-12 ნოემბერი)

ამოცანა 3-4
ა. მოსწავლეების და მოხალისე მასწავლებლებისა და თემის წევრების დაყოფა ჯგუფებად,
ბ. ვადების მიხედვით ქალაქის ტერიტორიების დანაწილება და საუფთავება:
   (13, 14 ,15, 16 ნოემბერი)
გ. ქალაქის მაცხოვრებლებთან, ისტორიკოსებთან, ფილოლოგებთან სტუმრობა, ქალაქის ძეგლების მონახულება, 
ქალაქის ისტორიის მოძიება და ინფორმაციის გადაცემა სკოლის სხვა მოსწავლეებისთვის,
   (17-20 ნოემბერი)

ამოცანა 5
ა. მოპოვებული ფოტო-ვიდეო მასალის გავრცელება სოციალური ქსელის მოეშვეობით.
   (21-25 ნოემბერი)
ბ. ბუკლეტების დამზადება და გავრცელება
    (26-27 ნოემბერი)
გპროექტის პრეზენტაცია, სკოლაში შეჯამება
    (28-30 ნოემბერი).



შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები

მოსწავლეთა, მშობელთა, თემის წარმომადგენელთა უკუკავშირები,  პროექტის ხელმძღვანელის ანგარიში განხორციელებული საქმიანობების შესახებ.
მონიტორინგი: მონიტორინგი მოხდება გზადაგზა, ყოველი ეტაპის შემდგომ, გათვალისწინებული იქნება რეკომენდაციები.
     საჭროებები:   
     ტექნოლოგიები: საბეჭდი მანქანა,  ინტერნეტი,  ციფრული ფოტო/ვიდეო აპარატი,
     ტექნიკური ინვენტარი:  ხელთათმანები,   შავი ჩანაწერების A4 მუყაოს ფურცლები,  საბუკლეტე მასალა,  პოლიეთილენის პარკები,  სამუშაო იარაღები, 
     (ყველაფერს უზრუნველყოფს წალკის N2 საჯარო სკოლის ადმინისტრაცია)  
რისკები და ხარვეზები: 
(უიმედობა, ინფორმაციის სიმწირე)

პროექტის მდგომარეობა:
დაინერგება პერიოდულად ქალაქის დასუფთავება, შეიქნება სტენდები, პრეზენტაციები, რისი საშუალებითაც მოსწავლეები გაეცნობიან ქალაქის კულტურულ ობიექტებს, ყოველი აქტივობა ხელს შეუწყობს მოსწავლეებში სხვადასხვა უნარების განვითარებას, რაც აუცილებელია მოზარდის სრულფასოვნად ჩამოყალიბებისთვის.

რეფლექსია პროექტის განხორციელებაზე,

მოსწავლეებმა გამოთქვეს სურვილი, გაეგოთ მეტი მათი სახოვრებელი ადგილის შესახებ და გამოთქვეს გულისტკივილი დაბინძურებულ ტყის მიდამოებზე და მდინარის ნაპირებზე,   გაჩნდა იდეა პროექტის შემუშავებისა და მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლების შესახებ,  რათა შემდგომ თავად მონაწილეებსა და პროექტის სხვა მონაწილეებს მიღებული ცოდნა, გამოცდილება და მოტივაცია ეკოლოგიური სისუფთავის მიმართ გაეზიარებინათ, ქალაქის მოსახლეობისთვის და სხვა მოსწავლეებისთვის,      ქალაქის შემადგენლობაში შედის მრავალი ტაძარი,  კანიონი, ტბა, მდინარე,  სხვადასხვა კულტურული ძეგლები და ისტორია, რომელიც სათავეს ჯერ კიდევ ქვის ხანის პერიოდიდად იღებს,    ამ ყველაფრის შესახებ ინფორმაციის გაღრმავება კი, ჩემი, პროექტის ხელმძღვანელის აზრით, არა თუ მხოლოდ სურვილს, არამედ აუცილებლობას წარმოადგენდა.

Comments

  1. ყოველთვის აქტიური მასწავლებელი და მოსწავლეები <3

    ReplyDelete
  2. სადაა კამფეტებს რო დაგვპირდით მოსწავლეებს 😅🥰🥰🥰. კარგი მომენტები უკეთ გვამახსოვრდება 🥰

    ReplyDelete

Post a Comment

პოპულარული პოსტები

პროექტი, თემის დასახელება: თამარ მეფე