პროექტი, თემის დასახელება: თამარ მეფე

სოციალური პროექტის  ხელმძღვანელი
სახელი და გვარი                
იამზე ფირცხელანი 
თანამდებობა                      
დირექტორის მოადგილე 
რეგიონი                             
ქვემო ქართლი 
სკოლა                                  
წალკის N2 საჯარო 
ქალაქი                                 
წალკა 
თემის  მონახაზი
თემის  დასახელება
თამარ მეფე
დონე/კლასი  
IX კლასი
განხორციელების დროის ჩარჩო
2კვირა 45 წუთიანი გაკვეთილი ყოველდღიურად
თემის შინაარსი
თამარის გამეფება, იმდროინდელი საქართველოს მდგომარეობა: "ოქროს ხანა" , თამარის პოლიტიკური 
მოღვაწეობა, ინფორმაცია, კითხულობენ და აანალიზებენ რა როლი ითამაშა თამარ მეფემ საქართველოს 
ისტორიაში, მოსწავლეები "იმოგზაურებენ" თამარის ეპოქაში.
პრობლემა/პროექტის აქტუალურობა
ქალის როლი მმართველობაში,   განათლების გაღრმავება და თემის ირგვლივ სრულყოფილი
ცოდნის მიღება.
პროექტის  მიზნები/ შედეგები
§     მოსწავლეები შეადარებენ სხვადასხვა ეპოქის მეფეებს, გაანალიზებენ თამარ მეფის პიროვნების,  გაავლებენ 
პარალელებს, განსაზღვრავენ თამარის ხასიათის თვისებებს და გაანალიზებენ ამ ხასიათის ზეგავლენას
მის მოღვაწეობაზე, გამოიყენონ წაკითხულის გეგმის სტრატეგიები, განსაზღვრონ და შეაჯამონ მოვლენათა
თანმიმდევრობა საკვანძო იდეები, ფაქტები და დამხმარე დეტალები.
მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
ზოგადი კითხვა                                   რამდენად წარმატებულია ქალი მეფე
თემატური კითხვები                          ქალის როლი პოლიტიკაში
შინაარსობრივი კითხვები                 რა ვიცით თამარ მეფის შესახებ

შეფასების გეგმა, შეფასების დრო.
პროექტის  მუშაობის დაწყებამდე:              შეკითხვების დასმა,    დღიური დიაგრამები

მოსწავლეები მუშაობენ პროექტზე 
და ასრულებენ დავალებებს:                         შეკითხვების დასმა, მოკლე ჩანაწერები უკუკავშირის ფორმა,
                                                                               პრეზენტაციის რუბრიკა.    

პროექტზე მუშაობის დასრულზების 
შემდეგ:                                                                 შეკითხვების დასმა, შეფასების რუბრიკა,  პრეზენტაცია, დღიურები.

შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი

·                     შეკითხვებს ვსვამთ მთელი პროექტის განმავლობაში, ღომმ შემოწმდეს მოსწავლის აზროვნება და მოგვცეს ანალიზის შაშუალება. მოკლე ჩანაწერები საშუალებას მოგვცემს თვალი მივადევნოთ ყველა მოსწავლის საჭროებას. ასევე განვსაზღვრავთ რამდენად კარგად გაიგეს მათ და რამდენად ესმით სხვადასხვა ცნებები.  პრეზენტაციის რუბრიკას მოსწავლეები მასწავლებლების შეფასებამდე იყენებენ საკუთარი პრეზენტაციების შესაფასებლად.
    სხვა საკითხები
·   საბაზისო უნარ-ჩვევები: 
ინფორმაციის (ტექსტის) დამუშავების უნარ-ჩვევა, ინტერნეტ ძების გამოცდილება, ელექტრონულ ცხრილებთან მუშაობის გამოცდილება.

სასწავლო პროცედურები

თამარ მეფეზე ინფორმაციის მოპოვება, სანიშნების მოზმზადება, კითხვების დროს მომზადებული სხვადასხვა ვერსიების გაგებისა და შეფასებისთვის, ვიყენებთ პროექტზე დაფუძნებული სწავლების საინფორმაციო ბროშურას მშობლებისა და საზოგადოების სხვა წევრებისთვის პროექტებით სწავლების მოდელის გასაცნობად.

პირველი კვირა.
დავსვათ ზოგადი კითხვა რამდენად წარმატებულია ქალი პოლიტიკაში.
ჯერ გარკვევით სმენით თუ არა მოსწავლეებს პოლიტიკოსი ქალის შესახებ წიგნში წაუკითხავთ თუ ფილმი უნახავთ, უმრავლესობას ეცოდინება, ვისაც არ ეცოდინება დამკვირვებლის როლს მივცემთ, მოსწავლეები წყვილებში იმუშავებენ,
შედეგებს ჯერ ერთმანეთს, სემდეგ კი სხვა წყვილებს გაუზიარებენ. ეს აქტივობა მოსწავლეებს საშუალებას მისცემენ მიიღონ ინფორმაცია თემის ირგვლივ. ასევე ვაჩვენებთ როგორ გამოიყენონ სანიშნეები დღიურში, სანიშნეების შესამოწმებლად.



მეორე კვირას გამოვიყენებთ ინფორმაციის შესაგროვებლად, სხვადასხვა სირთულის საკითხავ მასალას , წაკითხულის გააზრების უნარის 
გასაუმჯობესებლად, დავარიგებთ და განვიხილავთ პრეზენტაციის რუბრიკას.
ფორმალურად შევაფასებ პრეზენტაციებს რთა შევამოწმო მოსწავლეთა პროგრესი.


მეორე კვირა
ამ კვირას გამოვიყენებ საკვანძო თემების გასაცნობად, დავყოფ მოსწავლეებს ჯგუფებად, პირველი ჯგუფი იმუშავებს შამქორის ბრძოლაზე, მეორე ჯგუფი იმუშავებს ბასიანის ბრძოლაზე,   მესამე ჯგუფი კულტურა მწიგნობრიობაზე, მათი დავალება იქნება მოიძონ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია აღნიშნულ თემებზე, შემდეგ გავეცნობით ინფორმაციას და მივუთითებთ საჭირო ცვლილებებზე, გამოვიყენებთ უკუკავშირის მეთოდს.
ვესტუმრებით თამარ მეფის ვებგვერდს, სხვადასხვა მოთხრობების და პრეზენტაციის გასაზიარებლად მოსწავლეებს ვთხოვ შექმნან თამარ მეფის აფიშა სადაც ასახული იქნება მთელი მისი ცხოვრება და მოღვაწეობა. რუკაზე მონვიშნავთ იმდროინდელი საქართველოს ტერიტორიას და მნიშვნელოვანი ბრძოლის ადგილებს, აგრეთვე გავეცნობით თემატური კითხვებით მოსწავლეთა პასუხებს,  დავაკვირდები მოსწავლეთა მუშაობას და მივცემ ჩანიშვნებს მათი პროგრესის შესაფასებლად, მას მერე რაც შექმნიან სამუშაო ვერსიებს, მივცემ თანატოლთა უკუკავშირის ფორმას, თანატოლთა დირექტივების საფუძველზე დახვეწენ და დაასრულებენ ნამუშევრებს, შემდეგ კიდევ ერთხელ განვიხილავთ ნაშრომებს, მივცემთ საერთო ფორმას და შევაჯამებთ პროექტს.
დიფერენცირებული სწავლება
     სპეციალური საჭროებები:
     გამოვიყენეთ ჯგუფური  მუშაობის ტექნიკა, მივეცი მოსწავლეებს წეილობითი და ზეპირი ისნტრუქციები, ვიმუშავეთ მშობლებში დამატებითი რესურსებისთვის, გამოვიყენეთ ვიზუალური თვალსაჩინოები

     არაქართულენოვანი მოსწავლეები:
     გამოიყენონ ჯგუფური მუშაობის ტექნიკა,  გამოიყენონ ვიზუალური რესურსები,

     მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები:
      მოსწავლეები მოიძებენ ინფორმაციას სხვა ქვეყნის მეფე ქალების შესახებ, მოსწავლეები განსაზღვრავენ როგორი შეიძლება იყოს თანამედროვე ქალი პოლიტიკოსი, მოსწავლეები დაწერენ ესსეს,  როგორი უნდა იყოს იდეალური პოლიტიკოსი ქალი.
სასწავლო თემისთვის საჭირო მასალები,
ტექნოლოგია:
ფოტო-ვიდეო კამერა, საბეჭდი მანქანა/პრინტერი,  პროექტორი, კომპიუტერი (ები)   ინტერნეტკავშირი,

ბეჭდვითი მასალები:
სახელმძღვანელოები, სასწავლო გზამკვლევები, მოთხრობები, , ბიბლიოგრაფიული მასალები და ა.შ

ინვენტარი/მასალები:
ძირითადი მასალები, რომლებიც თემის ჩასატარებლად შეუკვეთეთ ან შეაგროვეთ და რომლებიც კურსის კონკრეტულ საკითხებს უკავშირდება.  საჭირო არაა ყოველდღური მასალების შეტანა, რომლებიც ისედაც ხელმისაწვდომია კლასში,

ინტერნეტ რესურსები:
ვებმისამართლები (URLs), რომლებიც ხელს უწყობს თემის მიზნები მიღწევას.

სხვა რესურსები:
ექსპერიმენტები, მოწვეული სტუმრები, მენტორები, მოსწავლეები და სხვა ჯგუფებიდან, ადგილობრივი თემის/საზოგადოების წარმომადგენლები, მშობლები და ა.შ.

რეფლექსია:  სასწავლო პროექტი "თამარ მეფე" განვახორციელე, ეროვნული სასწავლო გეგმიდან გამომდინარე, აუცილებლობა წარმოადგენდა, მოსწავლეებში მეფე ქალის როლზე ხაზის გასასმელად და გასაცნობიერებლად,  მათ შეადარეს ერთმანეთს თამარ მეფე და სხვა ქვეყნის ქალი ლიდერები, აღნიშნეს ქალის როლის დადებითი მხარეები პოლიტიკაში და გაეცნენ სირთულეებს, რომლებიც მათ (ქალ პოლიტიკოსებს) ამ გზაზე გავლისას შეხვდათ,  მოსწავლეები დეტალურად გაეცვნენ თამარის ეპოქას, შეისწავლეს შამქორისა და ბასიანის ბრძოლები,  თამარის მიერ გატარებული რეფორმები, განსაზღვრეს ეპოქისთვის დამახასიათებელი ნიშან-თვისებები და თამარის როლი მთელ რიგ მოვლენებში,  მოსწავლეები მუშაობდნენ ჯგუფურად, მართავდნენ დისკუსიებს, დამოუკიდებლად და მასწავლებლების დახმარებით იძიებდნენ ამ ეპოქის საკითხავ მასალას და ჯგუფები ახდენდნენ ინფორმაციის პრეზენტაციას რიგისდა მიხედვით, სამუშაო გათვლილი იყო 4 კვირის პერიოდზე (დღეში 45 წუთიანი თთო გაკვეთილი)
პროექტი განხორციელდა გეგმის მიხედვით,  აღნიშნულმა პროექტმა დადებითი შედეგი მოგვცა, ეპოქის განსაზღვირსა და მის შესწავლა დამახსოვრებაში, განსაზღვრეს ქალის როლი პოლიტიკაში XII საუკუნეში და მოახდინეს შედარება თანამედროვე ეპოქასთან.

Comments

პოპულარული პოსტები