პროექტი: ჩვენი სკოლის ლამაზი ეზო
,,ჩვენი სკოლის ლამაზი ეზო"
1. პროექტის სახელი: ,,ჩვენი სკოლის ლამაზი ეზო“
2. პროექტის მოკლე აღწერა: პროექტის სტრატეგიული მიზანი სსიპ ქალაქ წალკის #2 საჯარო სკოლის ეზოს კეთილმოწყობა.
3. პროექტის სრული აღწერა:
მე-9ა და მე-10 კლასის მოსწავლეებთან ერთად სკოლის ეზოს დასუფთავება და კეთილმოწყობა. მოსწავლეების საკუთარი პასუხისმგებლობის განსაზღვრა საკუთარი სკოლის ეზოს კეთილმოწყობასა და გალამაზებაში.
მიზანი
პროექტის მიზანია სსიპ ქალაქ წალკის #2 საჯარო სკოლის მოსწავლეების უშუალო ჩართულობით, ეზოს დასუფთავება და კეთილმოწყობა. მოსწავლეთა ჩართულობა და მათი აქტიური თანამონაწილეობა სასკოლო ცხოვრებაში.
ამოცანა
ა) სამუშაო ჯგუფის შექმნა.
ბ) ჯგუფზე ფუნქციის გადანაწილება (მიწის დამუშავება, ნერგების მოძიება).
გ) კონკრეტული სამუშაოს შესრულების ვადების კონტროლი.
პროექტის განხორციელების გზები
პროექტი განხორციელდების ვადა: 2 კვირა
პროექტს განახორციელებს სამუშაო ჯგუფი (მე–9ა და მე-10 კლასი).
პროექტით გათვალისწინებულია, სკოლის ეზოს წინა ფასადის დასუფთავება და გალამაზება,
I ჯგუფი-ეზოს დასუფთავება და ადგილების მონიშვნა,
II ჯგუფი- მეორადი საუბურავების დალაგება და გაფერადება,
III- ჯგუფი-საბურავების მიწით გავსება საქოთნედ,
IV ჯგუფი- ყვავილების დარგვა,
პროექტს უხელმძღვანელებენ პედაგოგები და მოსწავლეებს მისცემენ კონკრეტულ მითითებებს
პროექტს უხელმძღვანელებენ პედაგოგები და მოსწავლეებს მისცემენ კონკრეტულ მითითებებს
სამუშაო განრიგი
კონკრეტული ტერიტორიის მომზადება–I კვირა
საბურავების შეღებვა და ყვავილების დარგვა -II კვირა
მოსალოდნელი შედეგები
1. სკოლის ტერიტორიის გალამაზება, მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდა და გუნდური მუშაობის გამომუშავება, გარემოს დაცვისა და საკუთარი პასუხისმგებლობის გაცნობიერება სკოლისა და საზოგადოების წინაშე, სამუშაო ვადების კონტროლის აღქმა და პრაქტიკული გამოცდილების ამაღლება.
მონაწილეთა ასაკი: 14-16 წელი.
ვადები/ხანგრძლივობა: 2019 წლის მაისი, (პირველი ნახევარი)
პროექტი შესაძლო აქტივობები:ა) სამუშაო ჯგუფზე ფუნქციების გადანაწილება.
ბ) მეორადი საბურავების მოძიება.
გ) ყვავილების ჯიშების მოძება,
დ) საღებავების მოძება
სარგებელი სხვებისთვის: ლამაზი ეზო, ერთგვარი მისაბაძი იქნება, სასკოლო ცხოვრების მრავალფეროვნებისთვის, გაზრდის მოსწავლეთა მოტივაციას და ჩართულობას სასკოლო ცხოვრებაში,
სკოლის თანამონაწილეობა:
სკოლის ადმინისტრაცია, უზრუნველყოფს საღებავების შეძენას.
პროექტის ფასილიტატორის სახელი: იამზე ფირცხელანი, მანანა ზოიძე
პროექტის ფასილიტატორის ელ. ფოსტა: iamze.fircx@gmail.com

რეფლექსია: სამოქალაქო ინიციატივა, მნიშვნელოვანია იმისთვის,
რომ მოსწავლეებმა გააცნობიერონ საკუთარი პასუხისმგებლობა სკოლისა და საზოგადოების წინაშე,
ამ მიმართულებით მოსწავლეებთან ერთად გადავწყვიტეთ განგვეხორციელებინა პროექტი „ჩვენი
სკოლის ლამაზი ეზო“ სკოლის ეზო საკმაოდ დიდი მოცულობისაა მისი მოწესრიგება მოითხოვს დროსა და ძალისმევას, შევიმუშავეთ გეგმა, მოსწავლეები დავყავით ჯგუფებად, ჯგუფებში გაერთიანებული იყვნენ IX-X
კლასის მოსწავლეები, ჯგუფში
10 მოსწავლე სულ 4 ჯგუფი, გეგმის მიხედვით
ირველმა ჯგუფმა დაასუფთავა ეზო და მონიშნა ადგილები, მეორე ჯგუფმა მოიძია საბურავები,
დაალაგა მონიშნულ ადგილას და გააფერადა საღებავებით, ამ პერიოდში მესამე ჯგუფმა მოიძია
ყვევილოვანი ნერგები, მეორე ჯგუფის სამუშაოს დასრულების შემდეგ, მესამე ჯგუფმა გაავსო
საბურავები მიწით რათა გამოყენებული ყოფილიყო საქოთნედ, მეოთხე ჯგუფმა დარგო ნერგები და მოახდინა მათი მორწყვა, სამუშაო გეგმის მიხედვით მიმდინარეობდა 2 კვირის
განმავლობაში, სამუშაოების დასრულების შემდეგ, ფოტო და ვიდეო მასალა გამოყენებულ იქნა
სკოლაში პრეზენტაციის ჩასატარებლად, პროექტმა
აჩვენა მოსწავლეთა სრული აქტივობა და მათში კარგად ჩანდა პასუხისმგებლობის გადანაწილების
და გუნდური მუშაობის უნარი.



Comments
Post a Comment