სასკოლო პროექტი: ვიყოთ ტოლერანტები
სახელი და გვარი
|
იამზე ფირცხელანი |
თანამდებობა
|
დირექტორის მოადგილე
|
რეგიონი
|
ქვემო ქართლი
|
სკოლა
|
წალკის N2 საჯარო
|
ქალაქი
|
წალკა |
თემის მონახაზი
|
|
თემის დასახელება
|
|
| ვიყოთ ტოლერანტები | |
დონე/კლასი
|
|
მე-10 კლასი
|
|
განხორციელების დრო: თებერვალი
|
|
პრობლემის ანალიზი
|
|
დღეს ჩვენს ქვეყანაში "ბულინგი" ანუ ძალადობა ისევ რჩება ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად, მოსწავლეებში
ტოლერანტობის გრძნობის განვითარება, პირველ რიგში მათთვის არის სასურველი, ეს მათ უფრო თანამედროვე
და ჰუმანურ ადამიანებად აქცევს, ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე მასწავლებელმა და მშბელმა
ერთობლივი ძალისხმევით უნდა მისცენ მოსწავლეს ცოდნა იმის შესახებ, რომ მოსწავლემ პატივი უნდა სცეს
როგორც საკუთარ ასევე სხვა ერების წეს-ჩვეულებებს, კულტურულ ფასეულობებს და რელიგიას, ამის გარეშე
წარმოუდგენელია ცხოვრება და განვითარება თანამედროვე საზოგადოებაში, წარსულს ჩაბარდა დრო როდესაც
ადამიანები კანის ფერის და რელიგიური მრწამსის მიხედვით იდევნებოდნენ,
|
|
პრობლემა/პროექტის აქტუალურობა
|
|
| არატოლერანტული გარემო, ადამიანთა კატეგორიების დევნა და მათზე ძალადობა, | |
პროექტის მიზნები/ შედეგები
|
|
განსხვავებულობის დაფასება და მისი მიღება, ცნობიერების ამაღლება, მოსწავლეებში "ბულინგის" იგივე
ძალადობის შესახებ და მისი პრევენცია. / მოსწავლეები გააცნობიერებენ შეადარებენ და გაანალიზებენ რომ
თითოეული რასა და კულტურა განსაკუთრებულია, დახატავენ ნახატებს ტოლერანტობაზე ერთობლივად,
გაეცნობიან სხვადასხვა ერის კულტურას, გაანალიზებენ ფასეულობითი განათლების მნიშვნელობას.
| |
პროექტის მიმდინარეობა
მესამე კლასის მოსწავლეებს უკვე თავისუფლად შეგვიძლია ავუხსნათ, რომ დემამიწაზე
სხვა ქვეყნები, შესაბამისად სხვა ეროვნებები და რასები არსებობს, ამ ასაკის მოსწავლეებს
რუკის საშუალებით ავუხსნით, რომ სხვა ქვეყნებში ჩვენგან განსხვავებული ადამიანები
ცხოვრობენ, მოსწავლეებს უნდა ავუხსნათ იძლებითი მიგრაციის მიზეზები, რომ
ზოგიერთ ქვეყანაში ომია, ზოგში გაჭირვება, ამიტომ მოსახლეობა იძულებულია
საცხოვრებელი ადგილი შეიცვალოს და სხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში
დასახლდეს, მოსწავლეები ადამიანს შეადარებენ ცისარტყელას, გააცნობიერებენ რომ
რომ კაცობრიობა მრავალფეროვნებით ცისარტყელას გავს, მოიძებენ ლიტერატურას,
განსხვავებული კულტურიდან შეადარებენ სხვადასხვა ერის კულტურის ხასიათის
მსგავსებას და განსხვავებას, გამართავენ დისკუსიას როგორ არი წარმოდგენილი სხვადასხვა
ეთნოსის კულტურაში სიმამაცე, სიყვარული, მეგობრობა.
|
|
თემის შინაარსი
მოსწავლეები ყოველდღიურ ცხოვრებაში განიცდიან სოციალრი პრობლემების და ძალადობის ზეგავლენას,
თვალსაჩინოა მოსწავლეებში ურთიერთპატივისცემის და თანამშრომლობის უნარის ნაკლებობა, ყოველდღიურ
სასკოლო ცხოვრებაში ფასეულობითი უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და სწავლებისთვის ხელშეწყობა ამ
პრობლემის მოგვარების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა, საზოგადოებაში და მოსწავლეებში აგრესიის
შესამცირებლად.
|
|
პროექტის აქტივობები
აქტივობა -1 მე-10კლასისმოსწავლეთა შეკრება და პროექტის არის და მიზნის გაცნობა
აქტივობა -2 მოსწავლეები (მასწავლებლის დახმარებით) მოიძებენ ლიტერატურულ
მასალას, შეაგროვებენ ინფორმაციას სხვადასხვა ერის კულტურას, გაანალიზებენ
ფასეულობითი განათლების მნიშვნელობას,
აქტივობა -3 გაეცნობიან მათგვერდით მცხოვრები სხვა ერების: ბერძნების,
აზერბაიჯანლების, სომხების, დღესასწაულებს და სამზარეულოს,
აქტივობა -4 შერჩეული ჯგუფის მოსწავლეები,(სხვადასხვა რელიგიური აღმსარებლობის)
გაესაუბრებიან ერთმანეთს და მეზობლებს რელიგიის შესახებ(მშობლების ჩართულობით)
აქტივობა -5 კლასში მოსწავლეები გააცნობენ ერთმანეთს მათ მოპოვებულ ინფორმაციას,
აქტივობა -6 კლასის და მოწვეული მასწავლებლები ისაუბრებენ საქართველოში
გავრცელებული სხვადასხვა რელიგიური მიმდინარეობის შესახებ,
აქტივობა -7 ნახატების შექმნა და გამოფენა,
|
|
სარგებელი სხვებისთვის
გაეცნობიან სხვა ერის კულტურას, გაანალიზებენ გასეულობითი განათლების მნიშვნელობას
|
|
შეფასება
|
|
ყოველი აქტოვობის ბოლოს მოსწავლეები შეფასდებიან განმავითარებელი შეფასებით
(სიტყვიერი კომენტარი)
|
|
რეფლექსია
მოსწავლემ დაწყებითი კლასებიდანვე უნდა იცოდეს, რომ პიროვნებას რომელიც სხვა ეროვნების არის, აქვს სხვანაირი სახელი, ლაპარაკობს მის მშობლიურ ენაზე, ასეთი ამხანაგები ბაღშიც ეყოლებათ და სკოლაშიც, რისთვისაც მზად უნდა იყოს მოსწავლე, რათა არ აღმოჩნდეს უხერხულ და გაუგებარ სიტოაციაში, არატოლერანტული დამოკიდებულება შეიძლება გამოიწვიოს სხვა რელიგიურმა მრწამსმაც, ამიტომ თ მოსწავლე რელიგიური ოჯახიდან არის საჭიროა ავუხსნათ, რომ სხვა ერებს სხვა რელიგია შეიძლება ქონდეთ, რაც განაპირობებს განსხვავებულ წეს-ჩვეულებებს და კულტურას,
პროექტი განხორციელდა მესამე კლასის მიერ, მოსწავლეების ჩართლობა და მოტივაცია იყო მაღალი, აქტივობები განხორციელდა გეგმის მიხედვით.
პროექტის მიმდინარეობამ აჩვენა რომ კარგი იქნებოდა მართმადიდებლური ეკლესიის, გრიგორიანული ეკლესიის, მეჩეთის დათვალიერება, რაც შემდგომ პროექტში აუცილებლად გათვალისწინებელი იქნება.
|
|

Comments
Post a Comment