სასკოლო პროექტი: 9 აპრილი





სასწავლო პროექტის ავტორი
სახელი, გვარი
იამზე ფირცხელანი
ქალაქი/რაიონი/დაბა, სოფელი
ქვემო ქართლი, წალკა
სკოლა
N 2 საჯარო
პროექტის მონახაზი
პროექტის დასახელება
9 აპრილი
პროექტის შინაარსი
პროექტის მიზანია სიღრმისეულად შევისწავლოთ და გავეცნოთ საქართველოს ისტორიის უახლოეს პერიოდს, 
შეფასება და ანალიზი გავუკეთოთ 9 აპრილთან დაკავშირებულ მოვლენებს,

გამოვიკვლიოთ ისტორიული შეცდომები და შევქმნათ ალტერნატიული გზები.
საფეხური/კლასი
საბაზო საფეხური. IX კლასი
პროექტის განხორციელების დრო
2 კვირა
პროექტის საფუძვლები
საგნობრივი სტანდარტები
· ხელი შეუწყოს მოსწავლის ჰუმანურ, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, პატრიოტ მოქალაქედ ჩამოყალიბებას;
 · მოსწავლეს გაუღვივოს ინტერესი საქართველოსა და მსოფლიო ისტორიის შესწავლის მიმართ;
· მოსწავლეს განუვითაროს ისტორიული (პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური, კულტურული, რელიგიური) პროცესების ანალიზისა და მათი თანამედროვეობასთან შედარების უნარი; ისტორიული პიროვნებებისა და მოვლენების მრავალმხრივად შეფასების უნარი;
· დაეხმაროს მოსწავლეს ისტორიული ეპოქების აღქმასა და მათი მახასიათებლების ერთმანეთთან / თანამედროვეობასთან შედარებაში;
· მოსწავლეს განუვითაროს ისტორიის კვლევისთვის საჭირო უნარები;
· მოსწავლეს შესძინოს ისტორიის დარგობრივი ენით ოპერირების უნარი. ამ მიზნებზე მუშაობით ისტორია თავის წვლილს შეიტანს ეროვნული სასწავლო გეგმის მისიისა და მიზნებით გათვალისწინებული უნარებისა და ღირებულებების განვითარებასა და ჩამოყალიბებაში.
პროექტის სასწავლო მიზნები/სწავლის შედეგები
 მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას მე-20 საუკუნის საქართველოს შესახებ,
 ჩაატარებენ ინტერვიურებას მოსახლეობაში ამ პერიოდის საქართველოში განვითარებული მოვლენების შესახებ,
როგორია მათი დამოკიდებულება და როგორ აფასებენ მაშინდელ პრობლემებს და მოვლენებს.
 მოსწავლეები სიღრმისეულად გაეცნობიან 9 აპრილთან დაკავშირებულ პროცესებს,

გაანალიზებენ შეცდომებს მე-20 საუკუნის საქართველოსი.
 მოირგებენ მკვლევარის ფუნქციას და პროფესიონალურად მიუდგებიან საკითხებს.
შეაჯამებენ იტორიულ ფასეულობებს ,შეცდომებს და დაუკავშირებენ თანამედროვე საქართველოს.
 შექმნიან ალტერნატიული საქართველოს სურათს.
მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები
ზოგადი კითხვა
არის თუ არა  9 აპრილი საქართველოში თავისუფლების გამარჯვების ისტორია?
თემატური კითხვები
თქვენი აზრით შეიძლებოდა თუ არა 9 აპრილის ტრაგედიის თავიდან აცილება?
. ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის თქვენეული მოსაზრება დაასაბუთეთ
შინაარსობრივი კითხვები
ვინ შეასრულა ყველაზე დიდი როლი XXს-ის მეორე ნახევრის
 საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე?
შეფასების გეგმა
შეფასების დროის ჩარჩო (შეფასების სტრატეგიები)
პროექტის მსვლელობის ეტაპები
შეფასების მეთოდ(ებ)
შეფასების საშუალება/ინსტრუმენტ(ებ)
პროექტის დასაწყისში
ჯგუფური მუშაობა,გრაფიკული ორგანაიზერი, დღიური.პრეზენტაცია
ცხრილი.
პროექტის გეგმა
პროექტის მსვლელობისას
პრეზენტაცია,არასტრუქტურული გამოკითხვა.
ინტერვიუ,
მოსწავლის ნამუშევარი
ჩეკილისტი
შეფასების რუბლიკა
თანატოლთა ურთიერთ შეფასების რუბლიკა
პროექტის დასრულების შემდეგ
გრაფიკული ორგანაიზერი, დღიური.პრეზენტაცია,
არასტრუქტურული გამოკითხვა.იტერვიუ,
შეფასების მოკლე მონახაზი
 .. -ვიყენებ,  რათა დავადგინო  მოსწავლეთა წარმოდგენები თემის გარშემო და განვამტკიცო   წინარე ცოდნა
ჯგუფურ მუშაობას -ვიყენებ  მოსწავლეთა ყურადღების გასამახვილებლად საპროექტო იდეაზე.
გრაფიკული ორგანაიზერი დამეხმარება დეტალური ინფორმაციის კლასიფიკაციაში.
დღიური - დამეხმარება ჩატარებული სამუშაოს ანალიზისთვის, ასევე მოსწავლეთა ცოდნის პროგრესის
დასადგენათ პროექტზე მუშოების ყველა ეტაპზე.
პრეზენტაცია -ნასწავლი და მოძიებული მასალის გადმოცემა/დემოსტრირება, პრეზენტირების უნარების
შესაფასებლად.
არასტრუქტურული გამოკითხვა და ინტერვიურება დამეხმარება დამატებითი ინფორმაციის მოსაპოვებლად
პროექტის ჩეკილისტი მოგვცემს საშუალებას მოსწავლებმა მოახდინო საკუთარი ნამუშევრის თვითშეფასება.
თანატილთა ურთიერთ  შეფასება-გამოიწვევს ჯანსაღ კონკურენციას მოსწავლეებში, ისწავლიან უკუკავშირის
 მიცემას.
სხვა საკითხები
წინარეცოდნა
 პირველ რიგში მოსწავლეთა მოტივაცია უდა იყოს მაღალი. ზუსტი ინფორმაციის მოძიება -დამუშავება
. მაღალი პასუხისმგებლობა ჩასატარებელი სამუშაოს მიმართ.ჯანსაღი კონკურენცია და კრიტიკა. გამოვიყენებთ
 ინტერნეტს და საოფისე პროგრამებს
სასწავლო პროცედურები
არის თუ არა XX საუკუნის საქართველო პროგრესის ისტორია? გაიმართება დიკუსია აღნიშნული თემის
გარშემო. მოსწავლეები იმსჯელებენ რა გავლენას ახდეს დრო ქვეყნის განვითარებაზე. არის თუ არა
 მნიშვნელოვანი, რომელ დროის ერთეულში ხდება ესა თუ ის მოვლენა და შესაძლებელი იქნებოდა თუ არა სხვა დროში მოვლენები სხვანაირად წარმართულიყო.
მოსწავლეები მასწავლებლებთან ერთად  იწყებენ მზაობას პროექტის შექმნასთან დაკავშირებით. ერთობლივად შეარჩევენ პროექტს და პროექტის სახელწოდებას. განვსაზღრავთ ვადებს.
მოსწავლეთა  სურვილის მიხედვით მოხდება შესასრულებელი აქტივობების დანაწილება.
მოსწალეთა ერთ ჯგუფს  ვთხოვ დაიწყონ დღიურის წარმოება პროექტის მსვლელობასთან და მიმდინარე
სამუშაოების მსვლელობასთან დაკავშირებით, აღწერონ თითოეული ჯგუფს მიერ ჩატარებული სამუშაოები,
 მეორე ჯგუფი- დაიწყებს ისტორიული  წყაროებს მოძიება დამუშავებას XX-ის მეორე ნახევრის საუკუნის საქართველოს შესახებ.
 პოლიტიკური მოვლენების შესახებ და მოახდინოს ინფორმაციის კლასიფიკაცია და მოამზადოს მასალა
საპრეზენტაციოდ
მესამე ჯგუფი-   დაამუშავებს ისტორიულ მემუარებს 9 აპრილის მოვლენებთან დაკავშირებით და მოამზადებს საპრეზენტაციოდ.

 მეოთხე  ჯგუფი  - მოამზადებს კითხვებს ინტერვირებისთვის. წინასწარ შეარჩევენ და დაუკავშირდებიან  ადამიანებს,რომლებიც გულღიად ისაუბრებენ მათი შეხედულების შესახებ 9 აპრილის მოვლენებთან დაკავშირებით.  
მიმდინარე პროცესების შესახებ,ასევე  დაშვებული ისტორიული შეცდომების შედეგებიდან გამომდინარე.

 მომზადებული პრეზენტაციის მასალის დამუშავება  მოხდება ინდივიდუალურად.  დაურიგდებათ
 მასალები და ერთობლივად მოვახდენთ ამ მასალის კრიტიკულად განხილვას.  ჯგუფის ლიდერებს
 ვთხოვ დამუშავებული, ერთობლივად შემუშავებული საპრეზენტაციო მასალა წარმოადგინოს ერთმა წევრმა.
. ამის შემდეგ    ჯგუფებს ვთხოვ წარმოადგინონ  ალტერნატიული საქართველოს სურათი  შემდეგი
მითითებით  9 აპრილი და მისი მნიშვნელობა საქართველოსთვის
დიფერენცირებული სწავლება
სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლეები
არაქართულენოვანი მოსწავლეები (მოსწავლეები,
რომლებისთვის სწავლების ენა არ არის მშობლიური)
არ გვყავს
https://lh4.googleusercontent.com/Kg0Mss3kU_TbKTk0h3bmwTZoWvcp70Se42hAMgxkuLKzbkbyqf3oLjzq_IZZWdqaGfMu7iCUMio4q4QY-oa9Czu5jDc--LZrPojzf2fkBFZKdercADOgItJwWRpcsHOKFu9FM3vMNkkNlIueRAსხვა ----------
ბეჭდური მასალები
მე 9 კლასის სახელმძღვანელო,  ირაკლი გოცირიძე, „სიმართლის კვალდაკვალ“ — თბილისი, 1990

ინტერნეტრესურსები
რეფლექსია: ამ პროექტის მიზანი იყო მოსწავლეებში  უახლესი ისტორიული მოვლენების შესწავლა, ანალიზი და ალტერნატიული გზბის ძიება და დასახვა. მოსწავლეები განსაკუთრებული აქტიურობით ჩაერთნენ აღნიშნულ პროექტში.მათვის საინტერესო და ყოვლის მომცველი იყო 9 აპრილის მოვლენები, ისტორია რომელმაც ეპოქა შეცვალა. მოსწავლეებმა ძალიან კარგი პარალელები გაავლეს წარსულსა და აწმყოს შორის, ისინი სწორი მიმრთულებით მსჯელობდნენ. აქტიურად მოიპოვებდნენ ინფორმაციას, ცვლიდნენ ერთმანეთში, აჯამებდნენ და პროექტის ბოლოს  მოახდინეს საკმარისად კარგი პრეზენტაცია.განსაკუთრებით საინტერესო არგუმენტები მოიყვანეს ალტრნატიული მიმართულების  შესახებ. ეს პრაქტიკული სასწავლო პროცესი ხელს უწყობს მოსწავლეებში თანამშრომლობითი უნარების განვითარებას, ასევე მოტივაციის ამაღლებას, აზროვნების მაღალ საფეხურსზე გასვლას. აღნიშნული პროექტი შრომატევადი და ასევე საინტერესო იყო.ამ პროექტმა მოსწავლეებს სურვილი გაუჩინა დაეწყოთ მზადება 9არილის საღამოსთან დაკავშირებით რათა ეს ეროვნული მოვლენა ფართოდ გაშუქებული ყოფილიყო საზოგადოებისთვის. 

Comments

პოპულარული პოსტები

პროექტი, თემის დასახელება: თამარ მეფე