სოციალური პროექტი: გავალამაზოთ სკოლის მიდამო

სოციალური პროექტის  ხელმძღვანელი
სახელი და გვარი
იამზე ფირცხელანი /თანამონაწილე მანანა ზოიძე
თანამდებობა
დირექტორის მოადგილე
რეგიონი
ქვემო ქართლი
სკოლა
წალკის N2 საჯარო
ქალაქი
წალკა
თემის  მონახაზი
თემის  დასახელება
გავალამაზოთ სკოლის მიდამო
დონე/კლასი  
საშუალო IX-X კლასი
განხორციელების დროის ჩარჩო
2 კვირა
პრობლემა/პროექტის აქტუალურობა
სკოლის სარდაფი, ეზო და კონსტრუქციული ნაგებობები არის დანაგვიანებული და სარეველა მცენარეებით გავსებული,  ტერიტორიებზე არსებობს საშიშროება ქვეწარმავლების გამრავლებისა , ასევე არ არის სკოლის ეზოში ნაგვის ბუნკერები, რომელთა არსებობა საგრძნობლად შეამცირებს სკოლის მიდამოს დანაგვიანებას.
პროექტის  მიზნები/ შედეგები
პროექტის მიზანი წარმოადგენს სკოლის ტერიტორიების დასუფთავებას,  სათამაშო მოედნებთან ნაგვის ბუნკერების განთავსება,  სარეველა ბალახების და ნაგვის მოშორება სკოლის აქამდე გამოუყენებელი კონსტრუქციული ნაგებობებიდან და მომავალში მათი გამოყენების იდეების შემუშავება,  გოგირდის კვამლის გაშვება სკოლის სარდაფში პროფესიონალი მუშის მიერ რათა თავიდან ავიცილოთ მინიმალური რისკებიც კი მოსწავლე/მასწავლებლეთა უსაფრთხოებისთვის,  პროექტის განხორციელების შემდეგ, სკოლა გახდება მეტად უსაფრთხო, სუფთა და მოწესრიგებული, ამის გარდა მოსწავლეები მეტად შეეჩვევიან გუნდურ მუშაობას და მეტად გააცნობიერებენ საკუთარ როლს სკოლისა და საზოგადოების წინაშე.
პროექტის მდგრადობა

მოსწავლეები ჩაერთვნენ ისეთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში, რომელიც საჭიროა არა მარტო მათი საჭროებისთვის, არამედ სკოლის სხვა მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვისაც.
თემის შინაარსი

     სოციალური პროექტის განხორციელების პროცესში ვიყენებ ელექტრონულ ფოსტას gmail.com 
მისი დახმარებით გავავრცელებთ საჭრო ინფორმაციას და მასალას ჯგუფის წევრებსა და მასწავლებლებს შორის,
პირველი ეტაპი:  მოსწავლეები გაეცნობიან სამოქმედო გეგმას და აეხსნებათ პროექტის საჭიროების შინაარსი,
მეორე ეტაპი: ხდება მოსწავლეთა დაყოფა 10 კაციან ჯგუფებად, სულ 4 ჯგუფი და კონკრეტულ ჯგუფებს გადაუნაწილდებათ სკოლის ტერიტორიები ჰორისზონტის მხარეების მიხედვით, თითოეული ჯგუფი ლიდერ მასწავლებელთან ერთად პასუხისმგებელი იქნება საკუთარი ტერიტორიის მოვლა მოწესრიგებაზე,
მესამე ეტაპი: დაქირავებული ადამიანის მიერ, გოგირდის კვამლის გაშვება სარდაფებში და საშიშ ადგილებში, (რაშიც მოსწავლე.მასწავლებლები მონაწილეობას არ მიიღებენ მათივე უსაფრთხოების მიზნით)
მეოთხე ეტაპი: დასუფთავების შემდეგ სანაგვე ბუნკერების (რომელიც სკოლის მოსწავლეებმა წალკის მუნიციპალიტეტის კონკურსში მოიპოვეს) განთავსდება წინასწარ განსაზღვრულ ადგილებში,
მეხუთე ეტაპი: პროექტის ფოტო გადაღება და საბოლოოდ შედეგის პრეზენტაცია სკოლის სხვა მოსწავლეებისთვის, რათა სხვა მოსწავლეებმაც გააცნობიერონ, რომ ანალოგიური პროექტები პერიოდულად ტარდება და მათი მონაწილეობა წარმოადგენს აუცილებლობას.

პროექტის განხორციელების რისკები და შესაძლო ხელისშემშლელი ფაქტორები

 ამინდის მდომარეობა,
სპეციალური საჭიროებები

● ხელთათმანები და რეზინის ბოტები,  პოლიეთილენის პარკები, სპეციალური მუშაკის დაქირავება,  სამუშაო იარაღები.


რეფლექსია :  საშუალო საფეხურის  მოსწავლეებთან ერთად გადავწყვიტე სოციალური პროექტის განხორციელება „გავალამაზოთ სკოლის მიდამო“ საჭიროება გამოწვეული იყო იმით, რომ სარეველების გამრავლების შემდეგ არსებობდა საშიშროება ქვეწარმავლების გამრავლებისა და შემდგომში უსაფრთხოების პირობების გაუარესებაში, ასევე გამოუყენებელი კონსტრუქციების მომავალში გამოყენებით, მიდამოს ესთეტიური სილამაზისთვის, დასუფთავებისთვის და სანაგვე ბუნკერების გადანაწილებაში,  ამისთვის მოვახდინეთ ტერიტორიის გაწმენდა გოგირდის კვამლით და შემდგომ ამისა შევუდექით სამუშაოებს,  გადანაწილებული ტერიტორიები დავასუფთავეთ და ამოვძირკვეთ მავნე მცენარეები უსაფრთხოების ყველა სტანდარტის დაცვით,  საბოლოოდ ნაგვის ბუნკერები, რომლებიც მოსწავლეებმა მცირე საგრანტო კონკურსში მონაწილეობით მოიპოვეს გადავანაწილეთ სკოლის ტერიტორიაზე და მოვახდინეთ პროექტის პრეზენტაცია სკოლის სხვა მოსწავლეებისთვის და მასწავლებლებისთვის,  პროექტის მიმდინარეობისას გამოჩნდა, რომ მოსწავლეები გაცილებით კარგ ურთიერთობას აყალიბებენ ერთმანეთის მიმართ, როდესაც მუშაობენ ჯგუფურად, გარდა ამისა თვლანათლივ ჩანს, რომ მოსწავლეებს ესმით საკუთარი პასუხისმგებლობა სკოლისა და საზოგადოების წინაშე, აცნობიერებენ რა საკუთარ როლს ზემოთ აღნიშნულში, მოსწავლეები სკოლის სხვა წევრებსაც უზიარებენ საკუთარ გამოცდილებას, ემოციებს და ცოდნას.









Comments

პოპულარული პოსტები

პროექტი, თემის დასახელება: თამარ მეფე