სასკოლო პროექტი: დღევანდელი თვალით დანახული XIX საუკუნის საქართველო



სასწავლო პროექტის ავტორი
სახელი, გვარი
იამზე ფირცხელანი
ქალაქი/რაიონი/დაბა, სოფელი
ქვემო ქართლი, წალკა
სკოლა
N 2 საჯარო
პროექტის მონახაზი
პროექტის დასახელება
დღევანდელი თვალით დანახული XIX საუკუნის საქართველო
პროექტის შინაარსი
პროექტის მიზანია სიღრმისეულად შევისწავლოთ XIX  საუკუნის საქართველოს ისტორია და გავავლოთ
პარალელები თანამედროვე საქართველოსთან. გამოვიკვლიოთ ისტორიული შეცდომები და შევქმნათ
ალტერნატიული გეგმები. შევისწავლოთ და დავამუშაოთ თერგდალეულების,როგორც ლიტერატურული
შემოქმედება ასევე ისტორიული წყაროები.
საგანი/სსაგნები
საქართველოს.ისტორია-მშობლიური ლიტერატურა
საფეხური/კლასი
საბაზო საფეხური.I X კლასი
პროექტის განხორციელების დრო
ერთი თვე
პროექტის საფუძვლები
საგნობრივი სტანდარტები

მოსწავლეს შეუძლია  სახელმწიფოს  რაობისა და მნიშვნელობის ანალიზი.  მსჯელობს
სახელმწიფოს მახასიათებლების შესახებ;
 ტიპოლოგიურად აჯგუფებს სხვადასხვა  ეპოქის სახელმწიფოებს, ადარებს მათ ერთმანეთს;
 ადარებს სახელმწიფოს სოციალური ორგანიზაციის სხვა ფორმებს;
პროექტის სასწავლო მიზნები/სწავლის შედეგები
მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას მე-19 საუკუნის საქართველოს ისტორიული მოვლენების შესახებ.
ჩაატარებენ ინტერვიურებას მოსახლეობაში ამ პერიოდის საქართველოში არსებული მოვლენების შესახებ,
როგორია მათი დამოკიდებულება და როგორ აფასებენ მაშინდელ პრობლემებს და მოვლენებს.
მოსწავლეები სიღრმისეულად შეისწავლიან სხვადასხვა ეპოქის მოვლენებს.
გაავლებენ პარალელებს ძველი და ახალი ისტორიულ პერიოდებს შორის.
გაანალიზებენ შეცდომებს მე-19 საუკუნის საქართველოსი.
მოირგებენ მკვლევარის ფუნქციას და პროფესიონალურად მიუდგებიან საკითხებს.
შეაჯამებენ იტორიულ ფასეულობებს ,შეცდომებს და დაუკავშირებენ თანამედროვე საქართველოს.
შექმნიან ალტერნატიული საქართველოს სურათს.
მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები
ზოგადი კითხვა
არის თუ არა XIX საუკუნის საქართველო პროგრესის
ისტორია?
თემატური კითხვები

თქვენი აზრით რატომ ვავლებთ  პარალელებს XIX ს
. საქართველოსა და ღევანდელ საქართველოს შორის?
რომელ პერიოდშია თქვენთვის საინტერესო ცხოვრება?
შინაარსობრივი კითხვები
ვინ შეასრულა ყველაზე დიდი როლი XIX საუკუნის
საქართველოს განვითარებაზე?
შეფასების გეგმა
შეფასების დროის ჩარჩო (შეფასების სტრატეგიები)
პროექტის მსვლელობის ეტაპები
შეფასების მეთოდ(ებ)ი
შეფასების საშუალება/ინსტრუმენტ(ებ)ი
პროექტის დასაწყისში
ვ.მ.გ. გონებრივი იერიში,საშინაო დავალება,
გრაფიკული ორგანაიზერი, დღიური.
ცხრილი.
პროექტის გეგმა
პროექტის მსვლელობისას
პრეზენტაცია,არასტრუქტურული გამოკითხვა.
ინტერვიუ,
მოსწავლის ნამუშევარი
ჩეკილისტი
შეფასების რუბლიკა
თანატოლთა ურთიერთ შეფასების რუბლიკა
პროექტის დასრულების შემდეგ
ვ.მ.გ. გონებრივი იერიში,საშინაო დავალება,
გრაფიკული ორგანაიზერი, დღიური.პრეზენტაცია,
არასტრუქტურული გამოკითხვა.იტერვიუ,

შეფასების მოკლე მონახაზი
ვ.მ.გ -ვიყენებ,  რათა დავადგინო მოსწავლეთა წარმოდგენები თემის გარშემო და განვამტკიცო   წინარე ცოდნა
გონებრივ იერიშს -ვიყენებ  მოსწავლეთა ყურადღების გასამახვილებლად საპროექტო იდეაზე.
გრაფიკული ორგანაიზერი დამეხმარება დეტალური ინფორმაციის კლასიფიკაციაში.
დღიური - დამეხმარება ჩატარებული სამუშაოს ანალიზისთვის, ასევე მოსწავლეთა ცოდნის პროგრესის
დასადგენათ პროექტზე მუშოების ყველა ეტაპზე.
პრეზენტაცია -ნასწავლი და მოძიებული მასალის გადმოცემა/დემოსტრირება, პრეზენტირების უნარების
შესაფასებლად.
არასტრუქტურული გამოკითხვა და ინტერვიურება დამეხმარება დამატებითი ინფორმაციის მოსაპოვებლად
პროექტის ჩეკილისტი მოგვცემს საშუალებას მოსწავლებმა მოახდინო საკუთარი ნამუშევრის თვითშეფასება.
თანატილთა ურთიერთ  შეფასება-გამოიწვევს ჯანსაღ კონკურენციას მოსწავლეებში, ისწავლიან უკუკავშირის
 მიცემას.
სხვა საკითხები
წინარეცოდნა
პირველ რიგში მოსწავლეთა მოტივაცია უდა იყოს მაღალი. ზუსტი ინფორმაციის მოძიება -დამუშავება
. მაღალი პასუხისმგებლობა ჩასატარებელი სამუშაოს მიმართ.ჯანსაღი კონკურენცია და კრიტიკა. გამოვიყენებთ
ინტერნეტს და საოფისე პროგრამებს
სასწავლო პროცედურები
არის თუ არა XIX საუკუნის საქართველო პროგრესის ისტორია? გაიმართება დიკუსია აღნიშნული თემის
გარშემო. მოსწავლეები იმსჯელებენ რა გავლენას ახდეს დრო ქვეყნის განვითარებაზე. არის თუ არა
მნიშვნელოვანი, რომელ დროის ერთეულში ხდება ესა თუ ის მოვლენა და შესაძლებელი იქნებოდა თუ არა
სხვა დროში მოვლენები სხვანაირად წარმართულიყო
მოსწავლეები მასწავლებლებთან ერთად  იწყებენ მზაობას პროექტის შექმნასთან დაკავშირებით. ერთობლივად
შეარჩევენ პროექტს და პროექტის სახელწოდებას. განვსაზღრავთ ვადებს.
მოსწავლეთა  სურვილის მიხედვით მოხდება შესასრულებელი აქტივობების დანაწილება.
მოსწალეთა ერთ ჯგუფს  ვთხოვ დაიწყონ დღიურის წარმოება პროექტის მსვლელობასთან და მიმდინარე
სამუშაოების მსვლელობასთან დაკავშირებით, აღწერონ თითოეული ჯგუფს მიერ ჩატარებული სამუშაოები,
მეორე ჯგუფი- დაიწყებს ისტორიული  წყაროებს მოძიება დამუშავებას XIX საუკუნის საქართველოს
პოლიტიკური მოვლენების შესახებ და მოახდინოს ინფორმაციის კლასიფიკაცია და მოამზადოს მასალა
საპრეზენტაციოდ
მესამე ჯგუფი-   დაამუშავებს ისტორიულ ნაწარმოებებს თერგდალეულთა  შემოქმედებიდან და მოამზადებს
საპრეზენტაციოდ
მეოთხე  ჯგუფი - მოამზადებს კითხვებს ინტერვირებისთვის. წინასწარ შეარჩევენ და დაუკავშირდებიან
 ადამიანებს,რომლებიც გულღიად ისაუბრებენ მათი შეხედულების შესახებ ,როგორც XIX საქართველოში  
მიმდინარე პროცესების შესახებ,ასევე დაშვებული ისტორიული შეცდომების შედეგებიდან გამომდინარე.

მომზადებული პრეზენტაციის მასალის დამუშავება  მოხდება ინდივიდუალურად ანუ დაურიგდებათ
მოსწავლეებს  და ერთობლივად მოვახდენთ ამ მასალის კრიტიკულად განხილვას.  ჯგუფის ლიდერებს
ვთხოვ დამუშავებული, ერთობლივად შემუშავებული საპრეზენტაციო მასალა წარმოადგინონ ერთერთმა
. ამის შემდეგ    ჯგუფებს ვთხოვ წარმოადგინონ ალტერნატიული საქართველოს სურათი შემდეგი
მითითებით “აწმყო შობილი წარსულისაგან არის მშობელი მომავალისა”.
დიფერენცირებული სწავლება
სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლეები

არაქართულენოვანი მოსწავლეები (მოსწავლეები,
რომლებისთვის სწავლების ენა არ არის მშობლიური)
არ გვყავს



სხვა ----------

ბეჭდური მასალები
მე9 კლასის სახელმძღვანელო, ილია ჭავჭავაძის  
მგზავრის წერილები,
ინტერნეტრესურსები



რეფლექსია: მოსწავლეებს მოტივაციისთვის და ცოდნის გაღრმავებისთვის ესაჭიროებათ, სხვადასხვა პროექტებში მონაწილეობა,  რომელთა თემები შერჩეულ იქნება ხელმძღვანელისა
და მოსწავლეების შეთანხმების საფუძველზე, ამ კონკრეტულ შემთხვევაში  მივიღეთ
 გადაწყვეტილება გვემოგზაურა XIX საუკუნის საქართველოში, ამით ჩვენ მოვახდინეთ
კლასის მობილიზება, გუნდურად შეკვრა და განვახორციელეთ მასალის მიწოდების და დამუშავების ახალი სტრატეგიული სვლა,  მოსწავლეები ახდენენ პარალელების გავლებას და შედარებებს სხვადასხვა ეპოქასა და XIX საუკუნის საქართველოს შორის,  განიხილავენ მოვლენათა შესაძლო სხვა გვარ განვითარებას,  რაც ანვითარებს მათივე აზროვნების უნარს და პრაქტიკული სამუშაოები შაშუალებას იძლევა, პროცესი  და მოვლენები გახადოს მეტად დასამახსოვრებელი, 

პროექტი განხორციელდა IX კლასის მიერ, მოსწავლეთა ჩართულობა და მოტივაცია იყო მოსალოდნელზე მაღალი,  პროექტი განხორციელდა გეგმის მიხედვით,

პროექტის მიმდინარეობისას გამოჩნდა, რომ ის იძლევა მხოლოდ და მხოლოდ დადებით შედეგებს და სასურველია მათი რაოდენობის გაზრდა,  სასურველია დისკუსიების გახშირება, სასურველია პროექტის მიმდინარეოის სრული ვიდეოგადაღება.





Comments

პოპულარული პოსტები

პროექტი, თემის დასახელება: თამარ მეფე